სალომინაოში არსებული უგზოობის პრობლემა მალე გადაიჭრება

19/09/2016

ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ზეინდრის და სალომინაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1780 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.
სოფელ სალომინაოში უგზოობა ათწლეულების მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობის უმძიმეს პრობლემას წარმოადგენდა.
დღეს კი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით სოფელ სალომინაოში ასფალტის საფარი იგება.
სოფელ სალომინაოში დღეს გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა სამუშაოების მიმდინარეობა პირადად დაათვალიერა.
ზეინდარი-სალომინაოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის მოსაწყობად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 340 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზამგები“ ახორციელებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ სამუშაოები ვადების დაცვით ,ხარისხიანად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0