სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას შვებულების საკუთარ სამშობლოში გატარებისაკენ მოუწოდებს

05/07/2019

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდმომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აჭარის მთავრობასთან პირველი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მიმართულებით, როგორც რეგიონული განვითარებისა და რეგიონული საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ასევე, ტურისტული სფეროს განვითარების კუთხითაც.

“რეგიონში ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, მზარდი მაჩვენებელია ტურიზმის სფეროშიც, თუმცა დღეს ვიცით, რომ გარკვეული პრობლემებია ამ მიმართულებით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რეალურად, ტურისტების მზარდი ნაკადი არ შენელებულა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ ამ წელს შვებულება საქართველოში გაატარონ. ამ განცხადებას კიდევ ერთხელ გავაკეთებ ძალიან მალე, მომავალ კვირას ბათუმის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება და სადაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან. ეს კონფერენცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ეტაპი იქნება და ის, რომ ასეთი კონფერენცია ბათუმში ტარდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0