საკუთარი ხარჯებით დავეხმარები აბასთუმანში, რომ ადგილობრივებმა იმოძრაონ მხოლოდ ელექტრომანქანებით

26/10/2018

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, რომ აბასთუმანი „ელექტრომობილების რეგიონად“ გადააქციოს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ადგილობრივებს დაეხმარება, რომ ელექტომობილები შეიძინონ.

„მამუკა ბახტაძემ გააკეთა ბრიფინგი და თქვა, რომ 10 წლის შემდეგ შეიძლება საქართველო ეკომანქანების ქვეყანად იქცეს და ჩვენი მანქანების 90% იყოს ელექტრო, რათა ჰაერის დანაგვიანება ასეთი აღარ იყოს. ძალიან ინოვაციურია პრემიერი. ეს იყო მისი იდეა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. მეც სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ კარგი გათვლებია. ესეც სერიოზული ბიძგი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა ვთქვა, რომ აბასთუმანში ვაპირებ გაზაფხულზე დავიწყო ეს ექსპერიმენტი, რომ აბასთუმანი გახდეს ელექტრომანქანების რეგიონი. სახელმწიფო არ აქვს ამის საშუალება და მე საკუთარი ხარჯებით დავეხმარები ადგილობრივებს და მოვახერხებ, რომ დავეხმარო, რომ ადგილობრივებმა იმოძრაონ მხოლოდ ელექტრომანქანებით. ბევრს ვუყიდი და ბევრს დავეხმარები. ამის იქით კიდევ ბევრ რამეს ვაპირებ და ვაკეთებ. გვინდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ გვაქვს უსუფთავესი რეგიონი, ძალიან არაორდინალური აბასთუმანი. ამას დაემატება ობსერვატორია და ა.შ. გაისიდან ვაპირებ იქ შესასვლელში გაკეთდეს მანქანების სადგომი, ადგილობრივებს დავეხმარები, რომ ისინი მოემსახურონ ადამიანებს გადაადგილებაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0