თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეები თამარ ტალიაშვილი და ქეთევან ჯოხაძე უძღვებოდნენ.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ წარმოადგინა.
თინათინ რუხაძემ “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში” ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საგანმანათლებლო, სტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
კომისიების თავმჯდომარეებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს და სასახლის დირექტორს მადლობა გადაუხადეს ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისათვის.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიამ სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20-ე საჯარო სკოლისათვის სახელის ცვლილების შესახებ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სგანსახილველად გადაეგზავნოს.
საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
09/11/2017