რეგლამენტით მერის მისვლა საკრებულოში წელიწადში ერთხელ ხდება, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ
“მე არ მომისმენია ბატონი დავით უსუფაშვილის კომენტარი, თუმცა ბატონმა დავით ნარმანიამ გააკეთა კომენტარი საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით. რეგლამენტით წელიწადში ერთხელ ხდება მერის მისვლა საკრებულოში და ანგარიშის წარდგენა. ჩვენ, შესაბამისი სამსახურები, მზად ვართ, როგორც დღეს გარემოს დაცვის კომიტეტში მოვედით, ისე მივიდეთ საკრებულოშიც და ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნება ეს სამთავრობო, არასამთავრობო უწყება თუ მასმედია, დეტალურად, საქმიანად ვესაუბროთ ამ პროცესებზე და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ფორმით”, – განაცხადა ლექვინაძემ.