საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

15/04/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის N 32-127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ინფორმაცია მიწოდა და საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრების დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.
დღესვე კომისიების წევრებმა ი.ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის“, ა(ა)იპ „ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ მუზეუმის“ ; ა(ა)იპ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის; ა(ა)იპ თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმის; ა(ა)იპ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის“ , ა(ა)იპ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემოორიალური ბინა-მუზეუმის“; ა(ა)იპ მერაბკოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის“; და ა(ა)აიპ თბილისის თოჯინების მუზეუმის გაერთიანების შექმნის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს და თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარეჩენების მართვის ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი საკითხები და დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთის სხვადასხვა ფორმის იჯარით გადაცემას დადებითი რეკომენცია მისცეს.
დეპუტატებმა სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებაც იმსჯელეს და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
აღნიშნული საკითხებს საკრებულოს წევრები უახლოეს ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0