საკრებულოში დედაქალაქის მერს უსმენენ

26/08/2016

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას უსმენენ. ნარმანია საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოდის და მათ უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
ნარმანია მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც გასცემს პასუხს.
თბილისის მერს საკრებულოში მისვლისას ნაჯახით დახვდნენ. როგორც საკრებულოსთან შეკრებილებმა განაცხადეს, ნაჯახი თბილისში მოჭრილი ხეების სიმბოლოა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0