საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

22/07/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შორენა ბუხრაშვილის ხელმძღვანელობით, გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც კომისიის წევრებს აღნიშნული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს 2014 წლის 22 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი წარუდგინა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს თბილისის ტერიტორაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის დადასტურების მიზნით, დამოუკიდებელი ბეჭდით სარგებლობის საშუალება მიეცემა.
ნინო სულხანიშვილის განცხადებით, აღნიშნული ბეჭდის დამზადების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის მიზნით გაიცემა.
დღესვე საკრებულოს დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებების შეტანის, კერძოდ, რამდენიმე მისამართზე ზონალური ცვლილებებისა და კონტურების დაზუსტების საკითხებზე იმსჯელეს.
ყველა წარმოდგენილი საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0