საკრებულოს წარმომადგენლებმა აქციაში ,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა

21/10/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის უფროსმა ელენე დუმბაძემ და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა აქციაში ,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საკრებულოსა და სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ერთობლივი ინიციატივით მოეწყო.
ანალოგიური აქციები დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში პერმანენტულად იმართება.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან, ასევე აპარატისა და სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებთან ერთად უანგარო დონორთა აქციას რამდენჯერმე შეუერთდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0