საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს

20/12/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს და ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზ. №76-ში და შეშელიძის ქუჩაზე ხიდის მიმდებარედ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ 2007 წლის 9 ივლისის №2994 ქალაქთმშენებლობით პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების თაობაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს ნესტან ადვაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0