საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

16/10/2016

საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. ნარმანიას თქმით, დამკვეთი არის მისი უზენაესობა – ამომრჩეველი და ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს ქვეყანას „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს.

„დამკვეთი არის მისი უზენაესობა ამომრჩეველი, ამომრჩევლის დაკვეთა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს „ქართული ოცნების“ სახით საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაშიც ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ასე რომ, მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ“, – განაცხადა ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0