საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია

23/12/2016

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების
შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

„მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბერის N65-Iს დადგენილებით დამტკიცებული საკონსტიტუციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები:
ა) თამარ ჩუგოშვილი;
ბ) არჩილ თალაკვაძე;
გ) ზვიად ძიძიგური;
დ) გიორგი ვოლსკი;
ე) ილია ნაკაშიძე;
ვ) მამუკა მდინარაძე;
ზ) კახა ოქრიაშვილი;
თ)კობა ნარჩემაშვილი;
ი) სიმონ ნოზაძე;
კ) ნინო გოგუაძე;
ლ) ეკა ბესელია;
მ) ვანო ზარდიაშვილი;
ნ) დავით მათიკაშვილი;
ო) გიორგი კახიანი;
პ) ირაკლი სესიაშვილი;
ჟ) გიორგი ლილუაშვილი;
რ) სოფო კილაძე;
ს) გედი ფოფხაძე;
ტ) მანანა კობახიძე;
უ) ზაქარია ქუცნაშვილი
ფ) ზაზა გაბუნია;
ქ) სავალან მირზოევი;
ღ) ენზელ მკოიანი.
3. საპარლამენტო უმცირესობის წევრები:
ა) სერგი კაპანაძე;
ბ) ოთარ კახიძე;
გ) გიორგი ტუღუში;
დ) ზურაბ ჭიაბერაშვილი;
ე) ხათუნა გოგორიშვილი;
ვ) სალომე სამადაშვილი;
ზ) მამუკა ჩიქოვანი;
თ) ირაკლი აბესაძე.
4. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები:
ა) ირმა ინაშვილი;
ბ) ნატო ჩხეიძე.
5. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი:
ა) სალომე ზურაბიშვილი.
6. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც:
ა) შალვა შავგულიძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „თავისუფალი დემოკრატები“);
ბ) დიმიტრი ლორთქიფანიძე (პოლიტიკური პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო“);
გ) გიორგი გუგავა („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“);
დ) ნიკა მაჭუტაძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“).
7. გიორგი აბაშიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
8. ანა დოლიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
9. თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
10. შალვა თადუმაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
11. ზაზა თავაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
12. ნინო გვენეტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
13. დავით გაბაიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
14. ზურაბ პატარაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
15. გია გვაზავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
16. ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
17. უჩა ნანუაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველი.
18. კობა გვენეტაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
19. ლაშა თორდია – გენერალური აუდიტორი.
20. დავით რაქვიაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
21. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები:
ა) ანა ნაცვლიშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია);
ბ) ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო);
გ) მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება);
დ) ვახტანგ ნაცვლიშვილი (ღია საზოგადოება − საქართველო);
ე) ლაშა ტუღუში (საქართველოს ეროვნული პლატფორმა);
ვ) არნო სტეპანიანი (მრავალეროვანი საქართველო);
ზ) დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია);
თ) რატი ბრეგაძე – ექსპერტი;
ი) ვასილ გონაშვილი – ექსპერტი;
კ) ავთანდილ დემეტრაშვილი – ექსპერტი;
ლ) ვახტანგ მენაბდე – ექსპერტი;
მ) შალვა პაპუაშვილი – ექსპერტი;
ნ) ზაზა რუხაძე – ექსპერტი;
ო) მინდია უგრეხელიძე – ექსპერტი;
პ) თენგიზ შარმანაშვილი – ექსპერტი;
ჟ) ვახტანგ ძაბირაძე – ექსპერტი;
რ) ჯონი ხეცურიანი – ექსპერტი;
ს) ვახტანგ ხმალაძე – ექსპერტი.
მუხლი 2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნად დაინიშნოს თამარ ჩუგოშვილი.
მუხლი 3. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2016 წლის 23 დეკემბერს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
მუხლი 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0