საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში, მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ყველას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ მნიშვნელოვანი მეგაშოუების ორგანიზებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა 2024 წელსაც აპირებს მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში.
„იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, და არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე, დაესწრო ამ კონცერტებს და ძალიან მოეწონათ, კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ გაისად, 2024-შიც, ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ყველას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ მნიშვნელოვანი მეგაშოუების ორგანიზებაში “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.