პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, იცვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები.
„კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდობის კომპონენტის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველ რგოლში გადატანა. ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან და ჩამოყალიბდება განათლების , მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და დარჩება კულტურისა და სპორტის სამინისტრო“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.