საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის მიმდებარე წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის მოხვედრას. შედეგად მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განამვლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.
სამუშაოებზე, რომლის საერთო ღირებულება 5 867 299.42 ლარია, 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება
17/10/2016