მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“ტელეკომპანია “კავკასიაში” ქართველი ბიჭები სააკაშვილ-მერაბიშვილის პოლიციამ რომ დაიჭირა მართლმადიდებლობის დაცვის გამო, 5 წელი რომ ციხეში ჩასვა და აწამა ალბათ ყველას გახსოვთ. მოვითხოვ გასაჯაროვდეს ყველა იმ ნაძირალა ვითომ ჟურნალისტის ჩვენება, რომლებმაც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ეს პატრიოტი ახალგაზრდები დააჭერინა. საინტერესო გვარებს ამოიკითხავთ!!!!!!!!!!!!”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.