საინვესტიციო კორპორაცია OPIC მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საინვესტიციო ლიმიტს

19/04/2017

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საინვესტიციო ლიმიტს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, შეხვედრა გამართა OPIC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, დევ ჯაგადესანთან (Dev Jagadesan).
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციაში. ესაა ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულია 500 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული ორგანიზაციაში – ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამერიკული მხარის მხრიდან შესაძლებელი იქნება ახალი, უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0