საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

09/09/2016

დღეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. აკადემიაში მოქმედებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების და საერთაშორისო დონის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით და წარმოადგენს საზღვაო ფლოტის სხვადასხვა დონის სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიცირების ცენტრს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0