23 სექტემბრიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 26 მაისის მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდება.
პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ორმხრივად და გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე.
იმ კერძო ავტომობილების წინააღმდეგ, რომლებიც ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილში შევლენ, გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი 26 მაისის მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდება
20/09/2017