ამგვარი საკითხები უშიშროების საბჭოს დონეზე უნდა იყოს განხილული და გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
“თუკი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება დაკავშირებულია გარკვეულ ვალდებულებებთან, რაზეც თინა ხიდაშელი საუბრობს, მაშინ გასაგებია, რომ ეს ვალდებულებები განხილული უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე – ეს არის უშიშროების საბჭო, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ქვეყნის მთავარსარდალი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.