ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს მოკვლევას სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების (HACCP & ISO 22 000:2005) დამნერგავი კომპანიების ნუსხის შესადგენად.
სააგენტო ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების (HACCP და ISO 22 000:2005) დანერგვას, რომელსაც განახორციელებენ საკონსულტაციო კომპანიები/კონსულტანტები. სააგენტო უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურების (HACCP და ISO 22 000:2005 დანერგვა) ღირებულების ნაწილობრივ თანადაფინანსებას.
აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობის მსურველ საკონსულტაციო კომპანიებს/კონსულტანტებს შეუძლიათ წარუდგინონ ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება საკონსულტაციო კომპანიის/კოსნულტანტის სტატუსი (იურიდიული ან ფიზიკური);
სამუშაო გამოცდილება კონსულტირებაში, მათ შორის აგრარულ სფეროში;
მონაცემი თუ რამდენ და რომელ საწარმოებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების (HACCP და ISO 22 000:2005) დანერგვის კუთხით;
სხვა დამატებითი ინფორმაცია; საკონტაქტო ინფორმაცია; წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შედგება საკონსულტაციო კომპანიების/კონსულტანტების სია. ამ სიაში არსებულ საკონსულტაციო კომპანიებს/კონსულტანტებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ პროექტის „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება“ ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციართათვის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების (HACCP და ISO 22 000:2005) დანერგვის პროცესში საქართველოს მასშტაბით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გააგზავნონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: Revaz.chubinidze@apma.ge არაუგვიანეს 04.02.2016. წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ – „HACCP / ISO 22 000:2005“
საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების (HACCP & ISO 22 000:2005) დამნერგავი კომპანიების მოკვლევა
28/01/2016