საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს

19/06/2019

ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მოეწყო კონფერენცია “ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და სოფლის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. მომხსენებლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტთან თამაშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ფორუმზე სხვადასხვა შეთავაზება გააჟღერეს.

თამარ მაჭავარიანი – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის“ წარმომადგენელი: “ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ასეთი შეხვედრები ტრადიციად აქცია. ჩვენი შეთავაზებაა ერთობლივად გამოვავლინოთ თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისა და აგრო მიმართულებით დასაქმებული ადამიანების საჭიროებები, სხვადასხვა უნარის განვითარების და ღირებულებათა ჯაჭვის შექმნის კუთხით, რათა შემდგომ ამ პიროვნებების საჭიროებების დაკმაყოფილება შევძლოთ, რაც საბოლოო ჯამში ამ ადამიანების დასაქმებულობიდან დამსაქმებლად გარდაქმნას შეუწყობს ხელს”.

გიორგი აბულაშვილი- მერების შეთანხმების (CoM) ექსპერტი აზერბაიჯანსა და საქართველოში, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი(EEC): “ჩვენი შეთავაზება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენების დაგეგმვაში დახმარებაა. მრავალწლიანი კულტურები და მათი ანასხლავების ენერგეტიკული პოტენციალი მნიშვნელოვნად აღემატება თქვენი მუნიციპალური შენობების ენერგიაზე მოთხოვნილებას, შესაბამისად, ამ დარგის განვითარება ფერმერებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას აჩენს და მუნიციპალიტეტს შანსს აძლევს თავისი რესურსები დაზოგოს. ამ ყველაფრის შედეგად, მუნიციპალიტეტს საშუალება ექნება სახსრები, რომელიც გამოყენებულია ენერგეტიკულ რესურსებში, ეკონომიკაში ჩადოს”.

ლელა მაჩაიძე – პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი: “ამ ღონისძიების გამართვისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა მინდა გადავუხადო. აქ იყო შეკრებილი ის საზოგადოება, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნავს. პროექტის მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობისთვის დიდი პატივი იყო ამ ფორუმში მონაწილეობის მიღება. გავაჟღერეთ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვთავაზობთ დახმარებას პროექტების მართვისა და კონტროლის ეფექტურობის ზრდაში. ასევე ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ უკვე მიმდინარე პროექტების გადახედვაში. ამ ინიციატივის მეორე ნაწილი ის არის, რომ ახალი პროექტების სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმვა შევძლოთ”.

ვალერი გულბანი – USAID-ის სოფლის მეუერნეობის პროექტების კორდინატორი: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოებმა ნაბიჯი უნდა გადადგან კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის და ითანამშრომლონ მუნიციპალიტეტთან, რადგან კერძო სექტორს დონორებთან კონკურენტუნარიანი პროექტების წარდგენის დროს რამდენიმე პრობლემა აქვს – მაგალითად, ხარისხიანი განაცხადი, რომელსაც ბიზნესგეგმა და მატერიალური რესურსი მოჰყვება. ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით, არიან კომპანიები, რომლებიც მუნიციპალიტეტის რადარში ხვდებიან და მათ ბრენდინგზე, მარკეტინგზე, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის პროცესში დახმარება სჭირდებათ. მათ არ იციან იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ჩვენ გვაქვს. ამ კუთხით აუცილებელია ე.წ შუამავალი რგოლის არსებობა, მუნიციპალიტეტის, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის მათ და კერძო სექტორს კონკრეტულ აქტივობებში ჩართავს. ვფიქრობთ, თქვენს მუნიციპალიტეტს აქვს პოტენციალი, დაინტერესებულ მხარესხელი შეუწყოს სხადასხვა საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობა მიიღოს, მოიპოვოს ISO და HACCP-ის სტანდარტი. ჩვენ კერძო სექტორს ტექნიკური დახმარების 50%-ს ვუფინანსებთ. ამ პროცესში მუნიციპალიტეტს დახმარების შემოთავაზებაც შეუძლია. ვფიქრობთ, ჩვენს შორის კარგი თანამშრომლობა შედგება”.

შოთა გონგლაძე – თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი: “თიბისი ბანკს გააჩნია სტარტაპ პროგრამები, მათ შორის- აგრომიმართულებით. სტარტაპ პროეტების ფარგლებში, პროექტებს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით ვაფინანსებთ. მაგალითად, თუ ფერმერს უნდა თანამედროვე ტექნოლოგიებით დიდი ფერმის აშენება, მას ეძლევა საშუალება განახორციელოს ინვესტიცია, შეიძინოს შესაბამისი აღჭურვილობა, ააშენოს ფერმა, შეიძინოს საქონელი და მხოლოდ მეურნეობიდან მიღებული შემოსავლებით გადაიხადოს აღებული დაფინანსება. ეს ყველაფერი არის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში და აქ საპროცესო განაკვეთის სუფსიდირებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახდენს. რაც შეეხება სტარტაპ პროექტების აქტივობას, დამატებით ჩვენ ვახორციელებთ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო- საგანმანათლებლო ფორუმს, რომელშიც ვიწვევთ დარგის დაინტერესებულ პირებს, სპეციალისტებს და მათი დახმარებით ფერმერებს ამა თუ იმ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ გამოცდილებაზე ინფორმაციას ვაწვდით“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0