საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2023 თოთხმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

11/02/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2023 თოთხმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. საერთაშორისო გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2023, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: შპს აგროლეინი, შპს ბლუბერდი, შპს გოლდენ ფარმსი, შპს ხონის პლანტაციები, შპს როიალ ბერი, შპს FCO, შპს სილქ აგრო ტექნოლოჯის, შპს ჰერბია, შპს ვეს ბესტ ბლუბერი პლანტი, შპს მამბოფროსტი, შპს სიდერი, შპს ბლუ გოლდ ჯორჯია, შპს მწვანე მდელო პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობდა შპს იმერეთის აგროზონა, რომელმაც სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისა და მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა. იმერეთის აგრო ზონის ორივე პროექტის მიმართ პოტენციური ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად, 80,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 87 ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,000-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0