სადახლოზე 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

09/08/2017

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო – საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ქვეყანაში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. ჯამში, 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, სომხეთის მოქალაქეების მ.კ-სა და ს.ბ-ს შესაბამისად, მანქანაში მოწყობილ სამალავსა და ხელბარგში იპოვეს. საქართველოს საგდასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს, სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით. ასევე, ჩამოერთვათ საქონელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0