სადახლოზე 25731.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

11/07/2016

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს ზოდების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, საერთო წონით 250.07 გრ. 5ც ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25731.46 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0