2016 წელს საგაზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტმა 14 მისამართზე განახორციელა. გზების რეაბილიტაცია სოფელ საზანოში, ზორვეთში, ბოსლევში,როდინაულში, ქვედა საქარაში, ილემში, წიფლავაკეში, კლდეეთში, კვალითში, არგვეთაში, შორაპანში, გიორგი ნიკოლაძის, უზნაძისა და კვანტრიშვილის ქუჩებზე დასრულებულია. დასრულების სტადიაშია გურამიშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები. გარდა აღნიშნული პროექტებისა მიმდინარე წლის ბოლომდე სოფელ ფუთისა და ბარნოვის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იგეგმება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 470 000 ლარამდე იხარჯება.
გზის მშენებლობის პროექტთა შორის სადგურ სვირისა და მეორე სვირისა და სოფელ როდინაულის სასოფლო გზების რეაბილიტაცია, თავისი მასშტაბებით მუნიციპალიტეტში წლის პროექტთა შორისაა. სადგურ სვირსა და მეორე სვირის პროექტის ღირებულება 2 885 382 ხოლო როდინაულის გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 4 377 068 ლარს შეადგენს. პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ყოველ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუნიციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
საგზაო ინფრასტრუქტური მოწესრიგება 14 მისამართზე დასრულებულია
17/08/2016