საგარეჯოში, სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გივი მეტრეველი, კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები ესწრებოდნენ. სხდომას უძღვებოდა სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი-ნათია ტატიშვილი.
საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა 2019 წელს კახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტების განხორციელების ეტაპები განიხილეს.
სხდომაზე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე მუნიციპალიტეტის და მათ შორის-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დამატებითი საპროექტო წინადადებები და რეგიონული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის ანგარიში.
სხდომის ფარგლებში, აქცენტები გაკეთდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებზე: სტიქიის პრევენცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტები.
საგარეჯოში, სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
15/07/2019