პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 22 შენობის, მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. საგარეჯოს განახლებულმა ცენტრალურმა მოედანმა „საგარეჯოობის“ აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებს უკვე უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განახლდა შენობები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ტროტუარები და ღობეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიმდებარე სკვერს. ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის პირველი ეტაპით დაფინანსებული პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია. დაწყებულია პროგრამის მეორე ეტაპით დაგეგმილი სამუშაოებიც. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 22 შენობის, მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
12/09/2022