საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო

04/08/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს, ავღანეთში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებული თავდასხმისას, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის სერჟანტი ბებიაშვილი მსახურობდა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, სადაც საქართველოს, როგორც ნატო-ს მომავალ წევრს და საიმედო პარტნიორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი დაღუპვა დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის.
ასევე, თავდასხმის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს სამინისტრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0