საგარეო სამხედრო დაფინანსება იზრდება

20/12/2017

დღეს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის გაზრდილ საგარეო სამხედრო დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დაფინანსების ჯამური მოცულობა 117 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.
„წელს ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამხედრო დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა, როგორც უშუალოდ FMF ანუ საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, ასევე, ავტორიზაციის აქტით და ჯამში დაახლოებით 60 მილიონზე მეტი შეადგინა. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ერთი გარემოება – საგარეო დაფინანსებით მიღებული თანხების ათვისება მოხდება წელს და შემდეგ წლებში, ანუ 16-17 წლის დანაზოგების ათვისება მოხდება მიმდინარე და შემდეგ წლებში, რამაც ჯამურად დაახლოებით 117 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა,” – განმარტა ლევან იზორიამ.
მინისტრის განცხადებით, საგარეო სამხედრო დაფინანსების გზით 1997 წლიდან დღემდე საქართველომ ჯამში 239 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0