სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათშორისმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო საგარეო პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე. 5 მაისს, საბჭოს აპარატში, ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მასში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს და მუშაობის პროცესის საორგანიზაციო საკითხებზე შეთანხმდნენ. დამუშავებული დოკუმენტი განსახილველად წარედგინება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებულ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელ მუდმივმოქმედ უწყებათშორის კომისიას. საგარეო პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტს მთავრობა დაამტკიცებს.
საგარეო პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
05/05/2016