მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“საგანგებო განცხადება !!!!!! ჩემო მეგობრებო !!! მოემზადეთ საპროტესტო გამოსვლებისთვის !!! ან ქართველი ერი ან ქართველთმოძულე არასამთავრობოები, ნაცები და მათი უცხოელი პატრონები !!! ბრძოლა გამარჯვებამდე !!! ჩვენ საინციატივო ჯგუფმა შეუძლებელი შევძელით, უსახსრობის, ტოტალური ზეწოლის, ინფორმაციული ბლოკადის მიუხედავად, შიშველი ხელებით დავამარცხეთ მტერი, ყველა იურიდიული პროცედურის გავლით და ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქის ხელმოწერით ბოლომდე მივიყვანეთ დაწყებული საქმე, ერთი ნაბიჯიღა დარჩა—პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს მამაკაცის მამაკაცზე დაქორწინების ამკრძალავი რეფერენდუმის დანიშვნას. დაწყებულია ტოტალური ზეწოლა პრეზიდენტზე, რომელსაც სათავეში უდგას გიგა ბოკერია და ნაციონალური მოძრაობა. ბევრი თქვენთაგანი მწერდა, რომ მზად არის თავი გაწიროს ამ საქმისთვის. აი დადგა მომენტი, ქუდზე კაცი, თუ ორშაბათამდე პრეზიდენტმა არ დანიშნა რეფერენდუმი, მაშინ ქართველმა ერმა თავად უნდა დანიშნოს რეფერენდუმი. ბრძოლა გამარჯვებამდე. ჩვენთან არს ღმერთი. !!!!!!!!!!”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.