საბოლოოდ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურ საბჭოზე

03/11/2016

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა ბესელია ეხმაურება. დეპუტატის თქმით პარტიულ ფორმატში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მიღებული.
„ბევრი სხვადასხვა პოზიცია სახელდება. ვერც ჩემს თავთან დაკავშირებით, ვერც სხვა რომელიმე კონკრეტულ გვართან დაკავშირებით, გარდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარისა ვერ დავადასტურებ ვერცერთ ინფორმაციას. არის სხვადასხვა შემოთავაზებაც, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურ საბჭოზე. პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან დაკაშირებით ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, მას უდაოდ ექნება გუნდის მხარდაჭერა და ჯერჯერობით რასაც ვისმენთ კოლეგების მხრიდან მხოლოდ პოზიტიური და დადებითია“ – აცხადებს ეკა ბესელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0