საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

27/07/2017

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,ბათუმის აეროპორტი“, ,,წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული (31 აბი) და ფსიქოტროპული (891 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (3.25 გრამი) აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0