საბავშვო ბაღის მიმდებარედ, სპორტული მოედნისა და სკვერის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

08/04/2023

წილკნის ი.გ. პირთა დასახლებაში, საბავშვო ბაღის მიმდებარედ, სპორტული მოედნისა და სკვერის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობა სპორტული მოედანი, სადაც უკვე გაკეთებულია ბეტონის საფუძველი, ხოლო ტერიტორია შემოფარგლულია რკინის კონსტრუქციითა და მავთულბადით. რაც შეეხება სკვერის სამშენებლო სამუშაოებს, უკვე მოეწყო ლამპიონები, სასმელი წყლის შადრევანი, ასევე, გაკეთდება დასასვენებელი სივრცე, ბავშვთა კუთხე და ბორდიულები, დაიგება დეკორატიული ფილები, დაიდგმება სკამები, ლამპიონები და ურნები. აგრეთვე, დაირგვება დეკორატიული მცენარეები. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ნდს მშენებლობა“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0