საბავშვო ბაღისკენ და სკოლისკენ მიმავალი გზა ასფალტობეტონის საფარით მოეწყობა

14/09/2017

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით სიღნაღის მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ხორციელდება სოფელ საქობოსა და მაშნაარში.
პროექტი ითავლისწინებს საბავშვო ბაღისკენ და სკოლისკენ მიმავალი 570 მეტრი სიგრძის გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობას სოფელ მაშნაარში და 200 მეტრის მანძილზე გზის დაგებას სოფელ საქობოში. ეს მონაკვეთიც ცენტრალურ გზას საბავშვო ბაღთან დააკავშირებს.
სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0