საბავშვო ბაღებს შორის კულინარიული კონკურსი მოეწყო

27/10/2016

საბავშვო ბაღებს შორის კულინარიული კონკურსი „პატარა მზარეულები“ მოეწყო. კულინარიულ დუელში 17 საბავშვო ბაღის 5 დან 6 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ ჩართული. კონკურსის პირობების მიხედვით თითოეულ მათგანს სალათი, ნუგბარი და ხილის ასორტი უნდა მოემზადებინა. კონკურსის მონაწილეებმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს, რომელიც მათ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. კულინარიული კონკურსი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0