საბავშვო ბაღებისა და სკოლის კვების ბლოკების შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

16/04/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოწმდა 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მცირდება დარღვევებიც. 2015 წელს და 2016 წლის პირველ კვარტალში შემოწმებებისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაიცა სხვადსხვა სახის რეკომენდაციები, თუმცა საწარმოო პროცესი არცერთს შეუჩერდა, მაშინ როცა 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო 4 სკოლის ბუფეტი დაიხურა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ შეძლეს.აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სარებაილიტაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, საბავშვო ბაღებში აღარ გამოიყენება ალუმინის ჭურჭელი, გაუმჯობესდა წყალომომარაგება და გაიზარდა მომსახურე პერსონალის ცნობიერება ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0