საახალწლო კონცერტი ტყიბულში გაიმართა

01/01/2017

31 დეკემბრის საღამოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ტრადიციული საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენატაძე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო. ორსაათიანი საკონცერტო პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი და სანახაობრივი ნომრებით. საზეიმო საღამოში ჩართული იყო ქალაქში მოქმედი თითქმის ყველა შემოქმედებითი კოლექტივი. დამდეგი ახალი წელი შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცა, რომელმაც წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და საუკეთესო გუნდი დააჯილდოვა. რობიზონ გვენტაძემ, მათ გამგეობის სახელით ფულადი პრიზები და საპეციალური სიგელები გადასცა. საზეიმო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0