სააუზო მართვის მეთოდოლოგიის განხილვა

17/01/2016

სასტუმრო „holiday Inn”-ში, დაინტერესებული მხარეებისთვის, საქართველოში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული დოკუმენტის – “ზედაპირული წყლის ობიექტების დელინეაციის, რეფერენსული მდგომარეობის და კლასიფიკაციის სისტემების შესახებ” პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G), სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტის მიზანია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის განხორციელებაში, კერძოდ, სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.
სახელმძღვანელო დოკუმენტის პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფისთვის, დაინტერესებული მხარეების შეხვედრის შემდეგ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის ტრენინგი გაიმართა. პროექტს ორგანიზაცია – Georgia’s Environmental Outlook – GEO, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის” (Governing for Growth – G4G) ფარგლებში ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0