საარჩევნო ადმინისტრაციამ 2016 წლის 22 მაისს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით არჩეული არიან შემდეგი პირები:
• საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №41 ბორია ფირცხელიანი (3639 ხმა);
• თვითმმართველი თემის – გარდაბნის (კალინინოს თემის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №41 ფახრადინ შარიფოვი (795 ხმა);
• თვითმმართველი თემის – გარდაბნის (ყარაჯალას თემის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №41 ვუგარ მამედოვი (1119 ხმა);
• თვითმმართველი თემის – კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №41 ალექსანდრე მერებაშვილი (826 ხმა);
• თვითმმართველი თემის – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №41 მურადი ზაქარიაძე (1245 ხმა);
• თვითმმართველი თემის – ოზურგეთის (ოზურგეთის ქალაქის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №41 ვასილ ჩიგოგიძე (918 ხმა);
• თვითმმართველი თემის – ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №5 ბესიკი ქათამაძე (714 ხმა);
• თვითმმართველი თემის – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №41
კობა კაკულია (119 ხმა);
• თვითმმართველი თემის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად – №5 ვარადებული ლაშხია (623 ხმა).
პირველ ივნისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე, ცესკოს სხდომის ოქმში შევიდა ჩანაწერი ზემოაღნიშნულის შესახებ.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა
01/06/2016