სააგენტომ 64 დევნილს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა

11/07/2021

სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა.
პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ხელის ტრაქტორი იძულებით გადაადგილებულ 64 პირს გადაეცა, მათ შორის 55-ს შიდა ქართლის რეგიონში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0