სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ჯგუფური მოწამლის ფაქტზე ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორნში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და გადაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს.
სააგენტომ მარნეულში ჯგუფური მოწამლის ფაქტზე ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
30/08/2016