რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 30 – მდე მცირე საწარმოს შექმნა იგეგმება

08/06/2016

რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 30 – მდე მცირე საწარმოს შექმნა იგეგმება.
სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც რძის მწარმოებელი სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რძისა და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობას, საოფლო – სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ – გადამამუშავებელი საწარმოს ჩამოყალიბების სტიმულირებას, სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივებში არსებული მსხვილფეხა საქონლის ჯიშობრივ გაუმჯობესებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 30 –მდე მცირე საწარმოს შექმნა იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0