ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიზო სართანიამ, გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინი სტადიონის მოსაწყობად განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. რუხის მოსახლეობამ მინი სტადიონის მოწყობის თხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით მიმართა. გიზო სართანიას განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ითვალისწინებს მოსახლეობის თხოვნას და სტადიონის მოწყობის სამუშაოებს სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დაიწყებს.
რუხში ახალი მინი სტადიონი მოეწყობა
22/07/2016