რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებამ ცხელებით შემოსული სამი პაციენტი უკვე მიიღო. კლინიკა მზადაა როგორც ცხელებით ასევე Covid-19-ით ინფიცირებული მოქალაქეების მისაღებად. სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 78 პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა მიმდინარეობს დამატებით აღჭურვის პროცესი და კლინიკა საბოლოოდ 220 პაციენტის მიღებას შეძლებს.
“რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და ქვეყნისათვის, ვართ წელში გამართული იმ მხრივ რომ, თუ კი გვექნება შემთხვევები ვირუსის გავრცელების მივიღოთ ვუმკურნალოთ როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ასევე რუხის კლინიკაში“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ რუხის საავადმყოფოში ყოფნის დროს.
“რეკორდულად მცირე ვადებში მოვახდინეთ საავადმყოფოს აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით და ასევე დაკომპლექტდება მაღალი დონის სპეციალისტებით, მათი 80%-85% წარმოადგენს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კადრებს და ეს გუნდი მზად არის, რომ დაიწყოს საქართველოში და კონკრეტულად რუხში იმ პაციენტების მიღება ვინცაა საეჭვო სიმპტომებით და ადგილზე მოხდება მათი ტესტირება და კოვიდის დადასტურების შემთხვევაში ადგილზე გაივლიან მკურნალობს. პირველ ეტაპზე ანალიზებს აიღებენ ჩვენი თანამშრომლები და გადაგზავნილი იქნება ლაბორატორიაში, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალური აპარატის ადგილზე ჩამოტანა და დამონტაჟება, რათა ადგილზე მოხდეს ე.წ. “პისიარ ტესტირება” – განაცხადა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.