რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დიდების მოედნიდან ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდამდე ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ბორდიურების მოწყობისა და საყრდენი კედლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.
პროექტისთვის 208 623 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
რუსთავში ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
06/07/2016