რუსთავში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს

17/07/2017

ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე ტროტუარების კეთილმოწყობა, ლესელიძის ქუჩის I, II გასასვლელში, ასევე, I, II ჩიხში, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია, სანაპიროს ქუჩაზე კი, ასფალტის საფარის დაგება და ბორდიურების მოწყობა გრძელდება. გომელაურის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ასფალტის დაზიანებული საფარის მოხსნა ხდება. ამავე პროექტის ფარგლებში, გომელურის ქ. #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #10, ფიროსმანის ქ. ქ. #21, #23, #25, #27, #29 და მშენებელთა ქ. #28. #30, #32, #34, #36 საცხოვრებელი შენობების ეზოებში შეიცვლება სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის ახალი საფარი. ჭყონდიდელის დასახლებაში, #41 საბავშვო ბაღის შენობაში სარემონტო სამუშაოები, ხოლო #6 ბაგა-ბაღის ეზოში ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0