რუსთავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, განსაკუთრებით რუსთავის მე-8 და მე-7 მიკრორაიონი დააზარალა, სადაც იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დატბორა. რამოდენიმე მისამართზე წყალი სარდაფებშიც შევიდა. ასფალტის საფარი ჩავარდა აღმაშენებლი ქუჩაზე. სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობიდა ქალაქის მერი დავით ჯიქია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს მერიის ინფრასტრიქტურის და უზრუნველყოფის სამსახური. ქალაქისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის მერია უმოკლეს ვადაში, სპეციალური კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გაავრცელებს.
რუსთავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

05/06/2016