რუსთავში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

Thursday February 15th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 1 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი იცვლება, დამონტაჟდება 4 ერთეული ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 3 საკვანძო ჭა. მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მისი დასრულება მაისშია დაგეგმილი. აღნიშნულ პროექტში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1 550 350 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ ქალაქ რუსთავში, მშვიდობისა და მიმდებარე ქუჩების 18 000-მდე აბონენტს წყალმომარაგების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავში 18 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიმდინარეობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0